“ახალგაზრდული ძალის” თავმჯდომარე ბათუმში მომხდარ ინცინდენტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს
“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ქართულ პოლიციას!
ძალადობის, პროვოკაციისა და სიძულვილის ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის და არ იქნება!
სერიოზული რისკები და საფრთხეები აგვარიდა წუხელ შსს სამინისტრომ.
მადლობა ყველას, ვინც იმუშავა და სახელმწიფო გადაარჩინა საერთაშორისო დონის გაუგებრობას! მადლობა, რომ დაიცავით ჩვენი ქვეყნის ღირსება!
თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ გუშინდელი პროვოკაციის თავიდან არიდება სრულიად შესაძლებელი იყო!
გაუგებარია, რატომ აიღო სახელმწიფომ ამხელა პასუხისმგებლობა, დათანხმდა მატჩის ჩატარებას და საფრთხის ქვეშ დააყენა ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა!
ეს საქართველოა და აქ ვერავინ აღმართავს ხელს ქართველზე, მით უმეტეს ჩვენს ძალოვანებზე!
საქართველო უპირველეს ყოვლისა!ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი ”- წერს თედო ზოიძე სოციალურ ქსელში




