ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატმა არჩილ ბერიძემ მოსახლეობასთან შეხვედრები ბიუროს წევრებთან  გამართა. ამ ტიპის შეხვედრებს არჩილ ბერიძე უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ახორციელებს, ხვდება მოქალაქეებს და ისმენს მათ პრობლემებსა და საჭროებებს.

"ტრადიციულად, ჩემი ბიუროს წევრებთან ერთად ვაგრძელებ შეხვედრებს ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობასთან. პირადად ვისმენ მოქალაქეების საჭიროებებსა და იმ საკითხებს, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება. თითოეულ მიმართვას ყურადღებით განვიხილავთ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით მაქსიმალურად ვცდილობთ პრობლემების მოგვარებასა და მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევას."- წერს არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში

აჭარის ამბები