ონლაინ მედია "აჭარის ამბები" დღეიდან აქტიურ საქმიანობას იწყებს, ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვაშუქებთ აჭარაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს. დღეიდან კი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავდივართ.
ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც იქნება ყველასგან განსხვავებული, რადგან ვფიქრობთ, რომ დღეს მედია სივრცეში არის ნაკლებობა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და თანამედროვე ონლაინ მედია საშუალებების. განსაკუთრებით კი აჭარაში, ჩვენი მთავარი მიზანია ისმოდეს ყველას ხმა და რეგიონის ყველა მნიშვნელოვანი ამბავი ყოველგვარი შელამაზების გარეშე მოგიყვეთ.
ასევე, გავაშუქებთ პოლიტიკურ მოვლენებს, რომელსაც რეგიონისთვის აქტულაურად და საინტერესოდ მივიჩნევთ.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აჭარის ამბები გაიგოთ პირველმა!

აჭარის ამბები