ბათუმის ბოტანიკური ბაღი აჭარის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნებრივი და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. იგი მდებარეობს მწვანე კონცხზე, ბათუმის ცენტრიდან დაახლოებით 9 კილომეტრში, შავი ზღვის სანაპიროზე. ბაღი ოფიციალურად 1912 წლის 3 ნოემბერს გაიხსნა. მისი დაარსება უკავშირდება ცნობილ ბოტანიკოსსა და გეოგრაფს, პროფესორ ანდრეი კრასნოვს. ბოტანიკური ბაღი დაახლოებით 108,7 ჰექტარს მოიცავს.

ბაღში თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 5 000-ზე მეტი სახეობის, ფორმისა და ჯიშის მცენარე. წარმოდგენილია ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ჰიმალაის, აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკისა და სხვა რეგიონების ფლორა.

ბაღი ყოველწლიურად ვითარდება, ადგილზე ვიზიტორთათვის მოეწყო ზიპლაინიც, რომლის მანძილიც 500 მეტრია.

აჭარის ამბები

რა ხდის მას განსაკუთრებულს?
- მცენარეთა უნიკალური კოლექციები;
- შავი ზღვის ულამაზესი პანორამული ხედები;
- მრავალფეროვანი ლანდშაფტები და ბუნებრივი ბილიკები;
- კოლხური ტყის მონაკვეთები;
- დასვენებისა და ეკოტურიზმის შესაძლებლობები.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მონახულებადი ადგილია აჭარის რეგიონში. 

აჭარის ამბები