ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები დეპუტატის წინააღმდეგ. ზაალ მიქელაძეს ექიმები კორუფციასა და უღირს საქციელში ადანაშაულებენ.
წაიკითხეთ სხვა ამბებიც
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
30 ნოემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მომატებაა მოსალოდნელი, 1-3 დეკემბერს კი, დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20...
დაჭრა ბათუმში – დაკავებულია 1 პირი
დააკავეს მოქალაქე, რომელმაც ბათუმში ცივი იარაღით კაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა 26 ნოემბერს მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს....
სარფში 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების...
ბათუმში გამოავლინეს კვების ობიექტები, რომლებსაც მენიუ მხოლოდ რუსულ ენაზე ჰქონდათ
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კვებითი მომსახურების სექტორში 9 მოვაჭრეს დარღვევის ფაქტი დაუდგინა. ბათუმში, კვებითი მომსახურების სექტორში, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს...
დაწესებულებამ მიმართვა უკვე გაავრცელა, რომელსაც უცვლეად გთავაზობთ:
“ქობულეთის სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები ვიწყებთ აქციას, ხელწერების შეგროვებას საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატის ზაალ მიქელაძის წინააღმდეგ, რადგან დაუყოვნებლივ იყოს გაწვეული პარლამენტიდან და ჩამოერთვას დეპუტატის სტატუსი თავისი უღირსი საქციელის გამო.
ზაალ მიქელაძემ პირადი ინტერესების გამო კლინიკას დაადო ყადაღა, რის შედეგადაც შეგვეზღუდა საბანკო ანგარიშებზე წვდომა, კლინიკა ვერ აგრძელებს სრულყოფილად მუშაობას, თანამშრომლებზე ხელფასის გაცემას და მოსალოდნელია შეწყდეს სამედიცინო ცენტრის ფუნქციონირება.
ჩვენ ვაკმაყოფილებთ სახელმწიფო სტანდარტებს, ჩვენ ვემსახურებით ქობულეთის მოსახლეობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნებით, ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვმუშაობთ IშO სტანდარტის მინიჭებაზე, 2025 წლიდან კი კლინიკა მიიღებს საერთაშორისო აკრედიტაციას.
ვფიქრობთ, რომ პირდაპირ კორუფციას აქვს ადგილი. კლინიკის 190 თანამშრომელი და ქობულეთის მოსახლეობა ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ “ძველმა საავადმყოფომ” ისევ გააგრძელოს ფუნქციონირება,”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.