14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი 2 თვეა რაც ცოლად მოიყვანა. მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში მოხდა.
სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო.