“სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაზმომარაგება ხვალ აღდგება. ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესი დილით 11 საათიდან დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ცნობისთვის, ბუნებრივი აირის გათიშვა მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებამ გამოიწვია. მილი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა.