კაცი, რომელმაც ბოლნისში ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა, კლინიკაშია გადაყვანილი. მან თვითდაზიანებები მიიყენა და მძიმე მდგომარეობაშია. საავადმყოფოშია 15 წლის გოგოც, მას დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება ცოლ-ქმრის კიდევ ორი შვილი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა.
წყარო: მთავარი არხი