უხვმა ნალექმა ქობულეთში გარკვეული პრობლემები შექმნა. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე აჭყვა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დაიტბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან მერიის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა უწყებებთან ერთად და ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.
შემთხვევის ადგილებზე იმყოფება ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.