ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საცურაო აუზების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მონიტორინგი დასრულდა. ლაბორატორიული კვლევა 26 საცურაო აუზს ჩაუტარდა, მათ შორის 2 ობიექტი სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.
“მონიტორინგის ფარგლებში მოწმდება საცურაო აუზის ჰიგიენური ნორმები, წყლის სინჯებზე ტარდება ქიმიურ-მიკრობიოლოგიური კვლევა. შემოწმებას მუნიციპალური ინსპექციის სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს, ” – ამობობენ მუნიციპალურ ინსპექციაში.