ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის სამი წევრი, დედა, მამა და 4 წლის ბავშვი, ემსხვერპლა.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში წუხელ გვიან ღამით მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებულები სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.