კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა დაიხრჩო. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მაშველებმა ზღვაში შესული 19 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს, რომელიც სანაპიროზე გამოსვლას უშედეგოდ ცდილობდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იმყოფებოდა. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.