რაჭაში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში ამბობენ, ამ დროისთვის, ჯამში, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.