ბათუმში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, არასრულწლოვანი დაზარალებულის მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად შესაძლო ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა.
“საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანი დაზარალებულის ინტერესების დასაცავად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებს, პროცესში ჩართულ შესაბამის უწყებებთან ერთად. ასევე, არასრულწლოვანთან მუშაობს ფსიქოლოგი.
პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვნის ინტერესების შელახვა და დამატებითი ფსიქოლოგიური ზიანის მიყენება,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.