ბათუმის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში ქალი მძღოლი დასაქმდა, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით გადამზადდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას ახალი ტრანსპორტით.
“აღსანიშნავია, რომ წელს მუნიციპალური ავტოპარკი სრულად განვაახლეთ. ვიმედოვნებ, ქალი მძღოლის დასაქმების პრეცედენტი სხვა ქალბატონებისთვისაც იქნება მამოტივირებელი. მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიას კი ვუსურვებ, ამ საპასუხისმგებლო სამსახურში, მეტი ქალი მძღოლის დასაქმებას,” – აცხადებს ბათუმის მერი.