ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე ხე წაიქცა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, დაზიანდა ავტომობილებიც. ბოლო ინფორმაციით, ხე ექვსამდე მანქანას დაეცა. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვცელდება. შემთხვევის ადგილებზე მერიისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან.
ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს, დატბორილია სხვადასხვა ქუჩაც.