16 წლის ლუკა აბულაძე, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მაშველებმა მოზარდი გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში მიაკვლიეს.
მოზარდის მცურავი საშუალებით ზღვაში გაყვანისა და მიტოვების გამო, პოლიციამ სამი ადამიანი დააკავა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 109-ე მუხლთ მიმდინარეობს.