სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სარფი” და ,,სადახლო საავტომობილო“, კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 40872,49 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 406,8 გრამი) აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის მიმართ, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო  რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა 6154.73 ლარის ოდენობით შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები

შემდეგი პოსტი

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.