ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა მოტოციკლით ბეტონს დაეჯახა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.