15 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა, რომელიც მეათე სართულიდან გადმოვარდა.
შემთხვევა გვიან ღამით, ბათუმში, აღმაშენებლისა და ტაბიძის ქუჩების კვეთასთან მოხდა.
მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
ამ ეტაპზე უცნობია მომხდარის მოტივი, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.