პოლიციელი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანას მართავდა, ორ ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ბათუმში, სასტუმრო “ეუფორიასთან” 13 ივნისს საღამოს მოხდა. ავარიის შედეგად 35 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციელი ავარიის დროს არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ის პირადი ავტომობილით არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა. ის შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ბრალდებულ პოლიციელს პროკურატურამ ბრალი დღეს წარუდგინა.