ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება, ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სრულად აღდგენილია გზის სავალი ნაწილი და ტრანსპორტის გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
ამ ეტაპისთვის აღნიშნულ ქუჩაზე (ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას წრიულამდე მონაკვეთში) მიმდინარეობს ტროტუარის ფილების დაგების და განათების აღდგენითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც განხორციელდება ჰორიზონტალური დახაზვის სამუშაოები,” – აცხადებენ ბათუმის მერიაში.