რიო დე ჟანიეროში 31 წლის ბათუმელი მეზღვაური, ილია კახაბერიძე მოკლეს. როგორც ადგილობრივ მედიაში წერენ, გემის ინჟინერი 30 მაისს სასტუმროს ნომერში საწოლზე მიბმული იპოვეს.
ბრაზილიური მედია აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა სათვალთვალო კამერებით ამოიცნეს და ამ დროისთვის დაკავებულია, თუმცა, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.