დათვლილი ხმების 71%-ის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ხმების 71.45% არის დათვლილი. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 45.63%. ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.