“თავისუფლება მიშას”, “წინ ევროპისკენ” – აჭარის მთავრობის სახლთან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ მისცემენ საშუალებას რუსულ ოცნებას ქვეყანამ დასავლურ კურსს გადაუხვიოს.
“მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ წაგვიყვანოს ისევ რუსული ორბიტისკენ, ჩვენ საქართველოს მოსახლეობა, არ მივცემთ ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ ისევ რუსულ ჭაობში შეგვათრიოს. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და სიკეთეები არის ევროკავშირშა და ნატოში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, და ვეტყვით ჩვენ, ხალხი, არ მივცემთ იმის უფლებას რუსულ ოცნებას, რომ გზა ჩაგვიკეტოს ევროკავშირისკენ. ჩვენი გზავნილი არის, თავისუფლება მიშას და გზა ევროპისკენ”- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.