ცოტა ხნის წინ, ბათუმში, ზღვაში გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს. "აჭარა.News"-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ, ინდოელი სტუდენტია. ახალგაზრდას პოლიცია და სამაშველო სამსახური რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.