ბოლნისში ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ბოლნისის სტადიონზე ორ კაცს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება, მკვლელობით დასრულდა.
მოკლულს ჭრილობა სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული, ის საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.