ჩაქვში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს სკუტერისა და მსუბუქი ავტომობილის მძღოლები შეეჯახნენ. შემთხვევა რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, კაცმა შეჯახებისას ფეხი მოიტეხა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქობულეთში, კლინიკა ევექსში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ამ ეტყაპზე უცნობია მომხდარის მოტივი.