გარდაიცვალა კაცი, რომელსაც მუცელში შენახული ნარკოტიკის კაფსულები აუფეთქდა, ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. 63 წლის კაცი ირანიდან შვედეთში ცდილობდა შესვლას. მედიის ინფორმაციით, კაცი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კაცი სტამბოლის აეროპორტში ირანიდან ჩავიდა, სადაც მან პასპორტი დაკარგა, რის შემდეგაც შვედეთის მიმართულებით გამგზავრება ვერ შეძლო.