“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ნიკა მელიას ფლანგის წევრები ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ.
როგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დეპუტატ ლაშა კილაბერიას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს უნდა უყარონ კენჭი.
კანონმდებლობით ის სიის მომდევნო წევრმა უნდა ჩაანაცვლოს. თუმცა, როგორც დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, პარტიის თავმჯდომარემ სიიდან ოთხი წევრი ამოიღო.
“გუშინ ჩვენთვის სრულიად გასაკვირად, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული იყოს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებით, მაქ ქონდეს უწყვეტი საპროტესტო აქციები მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ის მუშაობდეს აქტიურად ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის, უპასუხოს სხვა გამოწვევევს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში, წამლებს არ ყიდულობს “რუსული ოცნება” ჩვენი გადახდილი ფულით ბავშვებისთვის, ევროპასთან კიდევ უფრო მეტი დაშორება გვაქვს და საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, ნაცვლად ამ საკითხების გადაწყვეტისა, იცლის იმისთვის, რომ ცვლის ბათუმელების ნებას.
მე ვფიქრობ ზუსტად ისევე, როგორც ამის მცდელობა ქონდა და გამოუვიდა დავით რიჟვაძეს და ირაკლი კობახიძეს. უბრალოთ იმათ მოკლეს ნუგზარ ფუტკარაძე. ლევან.ხაბეიშვილს ამისთვის მარტივი ხელმოწერა დაჭირდა და სიიდან ამოიღო ლევანი, როინი, ელიზა და შორენა.
წარმოუდგენლად ცუდი რამ მოხდა და ნაციონალური მოძრაობა არ იმსახურებს ასეთ თავმჯდომარეს”- განაცხადა გიორგი კირთაძემ.