ქობულეთის სანაპიროზე გამნაღმველები მუშაობენ. პლაჟზე სავარაუდოდ ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება 112-ში შევიდა.
შესაბამისი მოქმედებები თამარ მეფის ქუჩაზე, სასტუმრო ჯორჯია პალასის მიმდებარედ მიმდინარეობს. ”აჭარა.News”-ს ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, რომ გაურკვეველი სახის ნივთი ტურისტებმა სანაპიროზე სეირნობისას შენიშნეს.