კაცმა ყოფილ ცოლს 20-მდე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით წყალტუბოში მოხდა. დაჭრილი ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.