ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლთ დასრულდა. გარდაიცვალა ქალი, ხოლო 7 წლის ბავშვის მდომარეობა მძიმეა. შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.
ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, სატვირთო შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.