ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა ნავთობშემცველი წყლებით დააბინძურა.
ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად სცნო და 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა.