პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია. მის კანდიდატურას 96 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. იოსელიანის წინააღმდეგ არცერთმა დეპუტატმა არ მისცა ხმა. ომბუდსმენობის კანდიდატის არჩევას პარლამენტის 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.
სახალხო დამცველის პოზიციაზე კანდიდატად ლევან იოსელიანი მისივე პარტია მოქალაქეებმა 28 თებერვალს წარადგინა. 6 მარტს უმრავლესობის სხდომის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს იოსელიანის კანდიდატურას.