ჩაქვის გვირაბთან ავარია მსხვერპლით დასრულდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზის გამყოფს შეეჯახა და ამოყირავდა.
“აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ავარიისას ახალგაზრდა გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა.
დაშავებული კლინიკა “მედცენტრშია” მოთავსებული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.