გონიოს შემდეგ უნებართვო კონსტრუქციების დემონტაჟი კვარიათის სანაპიროზე მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცლებს. უწყების ცნობით, კაფე-ბარები, ბუნგალოები და სავაჭრო ჯიხურები – ჯამში 30-მდე ობიექტის დემონტაჟი იგეგმება.
“ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 6 კაფე-ბარის დემონტაჟი და 4 სავაჭრო ჯიხური ტერიტორიიდან მეპატრონის მიერ იქნა გატანილი.
ობიექტები სანაპირო ზოლზე სეზონურად მუშაობდნენ და სანებართვო ხელშეკრულებების ვადა ამოეწურათ. სამართალდამრღვევები მუნიციპალურმა ინსპექციამ დემონტაჟის დაწყებამდე არაერთხელ გააფრთხილა,” – აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.