ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მანქანის ამოყირავების შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით, ქარელში მოხდა.