ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ავარია ანანურის გზაზე მოხდა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო და საპირისპირო ზოლში მოძრავ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი, შუა ხნის კაცი, გარდაიცვალა.
დაშავდა საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი.