ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში.
საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს.
„ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვენენ ბაზირებულული. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე ავრცელებდნენ, არასანდრო ანგარიშების გამოყენებით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში.
TikTok–ს ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებთა შორის. ისინი ევროპელ მომხმარებლებად ინიღბებოდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ, რისთვისაც საუბრის სინთეზის პროგრამას იყენებნენ.
კომპანიამ მსვავსი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომელთაც 133 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა.