ბათუმში დედამ ახალშობილი სამშობიაროში მიატოვა. TV25-ის ინფორმაციით, შემთხვევა კლინიკა BMC-ში მოხდა. 18 წლის დედა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.
ამ ეტაპზე ახალშობილი კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია შესაბმისი სამსახურები.