ხანძარი იყო ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე. “აჭარა.News”-ის ინფორმაციით რურუას ქუჩაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იმყოფებიან.