„დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, სეისმოლოგი სოციალურ ქსელის საშუალებით მოსახლეობას მიმართავს.
თეა გოდოლაძის თქმით, მიწისძვრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.
გოდოლაძე განმარტავს, რომ მიწისძვრის პროგნოზი შეუძლებელია.
„უმორჩილესად გთხოვთ! არ აჰყვეთ და ნუ უჯერებთ გავრცელებულ ჭორს. ვიღაც ერთობა ამ ინბოქსში მესიჯების გზავნით, დიდი მიწისძვრა იქნებაო!
არ კეთდება მიწისძვრის პროგნოზი, არა!“, – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.