“თავისუფლება მიშას”- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ხელვაჩაურის მერიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი აქციები პერმანენტულად გაიმართება.
“დღეს დავიწყეთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან პროტესტი. დღეს რუსული “ოცნება” ჩვენს ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს, ამის წინააღმდეგ გამოვიდა დღეს აქ მოსახლეობა. ვითხოვთ მიშას თავისუფლებას.
ასეთი აქციები გაგრძელდება ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და შემდეგ დედაქალაქში იქნება დიდი საპროტესტო აქცია, სადაც არ დავიშლებით გამარჯვებამდე.
ამას ვპირდებით ჩვენს მხარდამჭერებს და მოვყწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეკრანებიდან გვიყურებს, ჩაერთოს ამ ბრძოლაში, სანამ ჯერ კიდევ არის ქვეყნის გადარჩენის დრო”- აცხადებს მიშა ბოლქვაძე.