”აჭარა.News”-ის ინფორმაციით, ბადრი ესებუა ქუთაისის ციხიდან ბათუმში გადმოიყვანეს. ინფორმაციას ადვოკატი სოსო ჯანაშია ადასტურებს.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში უთხრეს, რომ პატიმარი ბათუმშია გადაყვანილი.
ადვოკატის განცხადებით, ის ბათუმში მიდის.
ინფორმაციისთვის, “საქართველოს ბანკზე” ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა ქუთაისის სასჯელაღსრულების მეორე დაწესებულებაში გუშინ მოათავსეს.