ბადრი ესებუას გამოძიებამ ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც ადვოკატი იოსებ ჯანაშია აცხადებს, დაკვების დროს აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი და ბრალი 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შე, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბადრი ესებუა ამ ნაწილში დუმილის უფლებით სარგებლობს და ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით ჩვენებას სასამართლოში მისცემს.
მისივე ინფორმაციით, ბანკზე თავდასხმის ფაქტს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით თავს არ ცნობს დამნაშავედ და ამბობსს, რომ აღნიშნული ყაჩაღობა არ ჩაუდენია.
ბანკის საქმეში რასაც ედავებიან, ხმის იდენტურობაა დადგენილი, ანუ იქ ბანკში მყოფი პირის ხმის იდენტურობაა დადგენილი თითქოს ბადრი ესებუასთან არც დნმია.
კიდევ არის მასრის იდენტურობა, ანუ ბანკში გასროლილი მასრა ერთიდაიგივე იარაღიდან არის გასროლილი და ემთხვევა მაშინ მისი სახლიდან თითქოს ამოღებულ მასრას.
კატეგორიულად უარყოფს იმ მასრის არსებობას მის სახლში და ამბობს, რომ ეს მტკიცებულებები არის გაყალბებული.
ეს ტყუილია, რომ იმ სახლში იმალებოდა ორი წელი. რატომ იმალებოდა, განგიმარტავთ. როცა გაჟერდა მისი სახელი, შემთხვევიდან მეორე დღეს მასობრივი საშუალებებით, მან გადაწყვიტა, რადგან ფულთან იყო დაკავშირებული საკმაოდ დიდი თანხა იყო გაჟღერებული ნახევარი მილიონი აქვს წაღებული მძარცველსო, მას შეეშინდა, რომ გარდა პოლიციისა და სამართალდამცავებისა მასზე შეიძლება ნადირობა გამოეცხადებინათ სხვა პირებს.
აქედან გამომდინარე, მან თავი აარიდა გამოძიებას, თუმცა მოგვიანებით დააკავეს მისი ძმა.
სანამ ძმას დააკავებდნენ, უნდოდა გამოსვლა, მისი განმარტებით, ფიქრობდა მისი ძმის ამბავიც გაირკვეოდა, თუმცა გარკვევის მაგივრად მისი ძმა გაყალბებული მტკიცებულებების საფუძველზე აღმოჩნდა ციხეში.
სწორედ ეს გახდა საფუძველი, რომ მან საბოლოოდ გადაწყვიტა, თავი აერიდებინა გამოძიებისათვის.
რაც შეეხება ბათუმის ციხეში გადმოყვანას, ვერ გეტყვით, გუშინ ვიყავი ქუთაისის ციხეზე და გაჟღერდა, რომ შესაძლებელი იყო მისი გადაყვანა თბილისში, თუმცა მერე აღმოჩნდა, რომ ბათუმში გადმოიყვანეს.ჩემი ვარაუდით მიზეზი ის არის, რომ მისი ძმა არის ქუთაისის ციხეზე”- აცხადებს ადვოკატი