“ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ გიორგი კირთაძემ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. მისი თქმით, პარტიაში რჩება და ბრძოლას სამომავლოდ რიგითი წევრის სტატუსით გააგრძელებს.
გიორგი კირთაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ენმ-ის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.