ბათუმში 6 მაისის პარკში მიუსაფარი ძაღლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდევა წარედგინა.
”აჭარა.News”-ის ინფორმაციით,
პროკურატურამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შემთხვევა 22 იანვარს ბათუმკს ცენტრალურ პარკში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია და სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.