11 გოგოს სექსუალური შევიწროვების ბრალდებით სკოლის დირექტორი დააკავეს. მას 24 წლითა და 2 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
წაიკითხე სხვა ამბებიც
საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, საშუალო სკოლის დირექტორმა სექსუალური სევიწროების გარდა მოსაწავლეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი მოსწავლეების საჩივრების საფუძველზე დააკავეს.
„მე არ ვეთანხმები ამ ბრალდებას, დიდი ხანია, რაც ვარ დირექტორი, მყავს 2 შვილი. ყველა ჩემი მოსწავლე, როგორც ჩემი საკუთარი შვილი ასე ვთვლი. მე არ ჩამიდენია ეს ქმედებები, რაშიც მადანაშაულებენ. გთხოვთ გამათავისუფლეთ“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე მუსტაფა კ-მ.