რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს ავტომობილი დაეჯახა. 6 წლის ბავშვი და 30 წლამდე ქალი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ახალგაზრდა ქალს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკიდან გაწერეს, ხოლო ბიჭს მარცხენა ლავიწის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს, რის გამოც კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა სტაბილურია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.